თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი თვლის, რომ მის გუნდს არგენტინელთა დამარცხება ხელეწიფება.
„ჩვენი მიზანია მსოფლიო თასზე 2 მატჩი მოვიგოთ: ტონგასა და ნამიბიასთან. რადგან ერთი მიზანი შევასრულეთ, იმავე ტემპში უნდა გავაგრძელოთ და მაშინ რატომაც არ უნდა მოვუგოთ არგენტინას?“, — განაცხდა ჰეიგმა.
საქართველო-არგენტინის მატჩი 25 სექტემბერს შედგება.
პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ტონგას 17:10 მოუგო. ამავე ჯგუფში, მოქმედმა ჩემპიონებმა — ახალზელანდიელებმა არგენტინის ნაკრები 26:16 დაამარცხეს.