მედია: საბერძნეთმა ლტოლვილების საკვებით მომარაგება ერთი დღით შეწყვიტა

© photo: Sputnik / Геннадий Мельник / გადასვლა მედიაბანკშიმიგრანტები საბერძნეთში
მიგრანტები საბერძნეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვების პროდუქტების არარსებობის გამო, კუნძულ ლესბოსის პოლიცია ყველა მიგრანტს უშვებს სარეგისტრაციო ცენტრებიდან.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საბერძნეთში, სამიგრაციო სამსახურებმა და ასევე სარეგისტრაციო ცენტრებმა ლტოლვილებისა და მიგრანტების საკვებით მომარაგება, საანგარიშო პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, 24 საათით შეაჩერა, იუწყება ბერძნული გაზეთი Kathimerini.

როგორც გაზეთი იტყობინება, საქმე ეხება მიგრანტთა კვების ხარჯების დასაფარად გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების არაკანონიერ გამოყენებას. საბერძნეთის საანგარიშო პალატამ განაცხადა, რომ ქვეყნის წინა ხელისუფლებამ მიგრანტების კვების ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვა ისე დაუშვა, რომ არ გამოუცხადებია კეიტერინგული კომპანიების წინასწარი კონკურსი, რაც დარღვევაა. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ  კვების პროდუქტების არარსებობის გამო, კუნძულ ლესბოსის პოლიცია ყველა მიგრანტს უშვებს სარეგისტრაციო ცენტრებიდან. 

 


ყველა ახალი ამბავი
0