თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. კომპანია Apple–მა ელექტრომობილის შექმნაზე იმ მოტივით დააჩქარა მუშაობა, რომ 2019 წელს მოხერხდეს მისი გამოშვება, იუწყება Wall Street Journal.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ პროექტზე, რომლის სახელწოდებაცაა „ტიტანი“, კომპანია უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დროისათვის კომპანია სამჯერ ზრდის თანამშრომელთა რაოდენობას იმ ქვედანაყოფში, რომელიც ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობს. აქამდე ამ დანაყოფში 600 ადამიანი იყო დასაქმებული.
გამოცემა ასევე იუწყება, რომ კომპანიამ დაიქირავა უპილოტო ავტომობილების სფეროს ექსპერტებიც, თუმცა, წყაროს მონაცემებით, Apple–ი არ აპირებს პირველი ელექტრომობილი უპილოტო იყოს.
Apple–ის ელექტრომობილი ფორმით, სავარაუდოდ, მინივენს ემსგავსება.