ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ხელმოწერები მეტროსადგურ „ახმეტელთან, ხოლო ქუთაისში მერიასთან გროვდება.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესატანად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამსაბათს, 22 სექტემბერს ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. 

ოპოზიციის ძირითად მოთხოვნა — მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად  აუცილებელია 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება. ხელმოწერები პარლამენტს წლის ბოლომდე უნდა გადაეცეს. 

თბილისში ხელმოწერები მეტროსადგურ „ახმეტელთან, ხოლო ქუთაისში მერიასთან გროვდება. 

საინიციატივი ჯგუფში შევიდა ათი არასაპარლამენტო და ორი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია — "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“, ასევე არასამათავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ და სხვ.

„ჩვენ, ჩვენს მომავალზე ვლაპარაკობთ, იმაზე, თუ როგორ ავირჩევთ მომავალ პარლამენტს, როგორ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში ხალხის ინტერესები. ხელისუფლებამ დაივიწყა ის ხალხი, ვინც ის აირჩია. სისტემა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, სწორედ ის სისტემაა, რომელიც სამართლიანად წარმოაჩენს ხალხის ინტერესებს“, — განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ანუ იმ სისტემით, რომელიც ახლა მოქმედებს. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტში არჩევნები შერეული — პროპორციული (77 დეპუტატი) და მაჟორიტარული (73 დეპუტატი) სისტემით ტარდება. 

საქრათველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე წლის 28 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო საარჩევნო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში რაიონების რაოდენობის მიხედვით გადანაწილების პრინციპს ეხება.  როგორც სასამართლოში განმარტეს, საქრათველოს პარლამენტმა მექანიკურად მიაბა საარჩევნო ოლქები რაიონებს ისე, რომ არ გაითვალისწინა რაიონებში დარეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა. 

საარჩევნო კოდექსის 110–ე მუხლის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი იქმნება.  

 


ყველა ახალი ამბავი
0