თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ალპინისტმა ფარხოდ მუმინოვმა კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე, ყაზბეგზე ტაჯიკეთის დროშა აღმართა.
ექსპედიციისას მუმინოვის ჯგუფმა პირველმა ააღწია პიკზე.
„გუშინ დავეშვი მწვერვალიდან და ახლა თბილისში ვიღდგენ ძალებს. ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე რთული ასვლა იყო. ჩვენი ჯგუფი პირველი მიდიოდა. იქ უამრავი ნაპრალი და წინააღმდეგობაა, რაც გზას კიდევ უფრო სახიფათოს ხდის“, — თქვა ალპინისტმა.
ალპინისტმა ყაზბეგზე ტაჯიკეთის დროშა უკვე მესამედ აღმართა. აქამდე მუმინოვი, რომელიც ადიღეაში ცხოვრობს, რუსეთის მხრიდან ორჯერ ავიდა პიკზე.
„მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა საქართველოს მხრიდან ასვლა და სიტუაციით ვისარგებლე. მეორე მიზეზი, რის გამოც ჩამოვედი — ეს საქართველოში ტურიზმის განვითარების შესწავლაა“, — განაცხადა მან.
ფარხად მუმინოვი ყველაზე აქტიური ალპინისტია ტაჯიკებს შორის. ოთხი წლის განმავლობაში მან მსოფლიოს ათ პიკზე აღმართა ტაჯიკეთის სამფეროვანი დროშა. მათ შორისაა: კორჟენევსკაიას პიკი, იბნ სინო, ელბრუსი და კილიმანჯარო.
ბოლო ექსპედიცია სპორტსმენმა თავად დააფინანსა იმ ფულით, რომელიც ელბრუსზე ამსვლელებისთვის გიდად მუშაობით მოაგროვა.