ლიბიის მთავრობებს შორის სამშვიდობო შეთანხმების ფინალური ტექსტი მზადაა

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია ლიბიაში
სიტუაცია ლიბიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიბიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ბერნარდინო ლეონი იმედოვნებს, რომ უმნიშვნელოვანესი მუსლიმური დღესასწაულის, იიდ ალ–ადჰას (ყურბან–ბაირამი) შემდეგ ერთიანი ეროვნული მთავრობა ჩამოყალიბდება.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ლიბიაში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ბერნარდინო ლეონმა განაცხადა, რომ ლიბიის ისლამისტურ მთავრობასა (ტრიპოლი) და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ მთავრობას (თორბუქი) შორის სამშვიდობო შეთანხმების ფინალური ტექსტი მზადაა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო DPA.

„ჩვენ დავასრულეთ მუშაობა: გვაქვს საბოლოო ტექსტი და ჩვენი საქმიანობა ამ პროცესში დასრულებულია… ახლა საქმე მხარეებზეა, რომლებმაც რეაგირება უნდა მოახდინონ ამ ტექსტზე, ოღონდ ეს არ უნდა იყოს კომენტარების დამატება ან რაღაც საკითხებზე მოლაპარაკებების თავიდან გამართვა“, — მოჰყავს სააგენტოს ლეონის სიტყვები. 

ლეონმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მხარეებმა უნდა შეათანხმონ ტექსტი და იმედი გამოთქვა, რომ ლიბიაში ერთიანი ეროვნული მთავრობა უმნიშვნელოვანესი მუსლიმური დღესასწაულის, ყურბან–ბაირამის შემდეგ ჩამოყალიბდება. 

2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიარაღებული კონფლიქტისას ქვეყნის ლიდერი, მუამარ კადაფი ჩამოაგდეს და მოკლეს, ლიბია კრიზისშია ჩაფლული. დაპირისპირების შედეგად ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა: ერთი მხრივ — საყოველთაო არჩევნების გზით ჩამოყალიბებული პარლამენტი და პრემიერი აბდალა ათ–თანი, მეორე მხრივ —პროისლამისტური საყოველთაო კონგრესი მის მიერვე არჩეული პრემიერ–მინისტრით ომარ ალ–ჰასით. 

ამასთან, ცენტრალური ხელისუფლება საერთოდ ვერ აკონტროლებს ლიბიის მთელ რიგ რაიონებს, რომელთაც თანდათან იპყრობს „ისლამური სახელმწიფო“. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0