თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 მილიარდ 982 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ პერიოდს, იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
ამასთან ექსპორტმა 413 მილიონი დოლარი შეადგინა (1%-ით მეტი), ხოლო იმპორტმა — 1 მილიარდ 569 მილიონი დოლარი (2%-ით მეტი).
ევრიკავშირის ქვეყნებზე საქართველოს სრული საგარეო სავაჭრო ბრუნვის 31% მოდის. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 26% იყო.
ევროკავშირის ქვეყნებზე საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 33% მოდის. 2014 წლის იანვარ აგვისტოში ეს მაჩვენებელი 31% იყო.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 6 მილიარდ 395 მილიონი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც 14 %-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.