საქართველომ World Rugby-ს საერთაშორისო რეიტინგი გაიუმჯობესა

გამოწერა
სამოამ აშშ-სთან მოგებით შოტლანდია პირველი ათეულიდან ამოაგდო. იაპონია მეთერთმეტე ადგილზე ავიდა, ხოლო საქართველო მეცამეტეზე.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. World Rugby-ს ნაკრებთა საერთაშორისო რეიტინგი განახლდა. 

სამხრეთ აფრიკამ იაპონიათან წაგებით მესამე ადგილიდან მეექვსეზე გადაინაცვლა და მის წინ ინგლისი, უელსი და ირლანდია გადავიდა. 

სამოამ აშშ-სთან მოგებით შოტლანდია პირველი ათეულიდან ამოაგდო. იაპონია მეთერთმეტე ადგილზე ავიდა, ხოლო საქართველო მეცამეტეზე. 

საერთაშორისო რეიტინგი: 

1. ახალი ზელანდია

2. ავსტრალია

3. ინგლისი

4. უელსი

5. ირლანდია

6. სამხრეთ აფრიკა

7. საფრანგეთი

8. არგენტინა

9. ფიჯი

10. სამოა

11. იაპონია

12. შოტლანდია

13. საქართველო

14. ტონგა

15. იტალია

16. აშშ

17. რუმინეთი

18. კანადა

19. ურუგვაი

20. ნამიბია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შაბათს, 19 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში ტონგას ნაკრებს მოუგო 17:10 (10:3). შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები არგენტინასთან, 25 სექტემბერს გამართავს. 


ყველა ახალი ამბავი
0