თბილისში პოლიციის თანამშრომელი მძიმედ დაჭრეს

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიკა ბ-მ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ფოიეში საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ირაკლი ს-ს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილმა პატრულ-ინსპექტორმა თავად მოახერხა ბრალდებულის შეჩერება და შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. შეიარაღებული თავდასხმა მოხდა თბილისის გარეუბანში  პოლიციის თანამშრომელზე. დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია, იტყობინება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური ორშაბათსა, 21 სექტემბერს. 

 გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიკა ბ-მ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ფოიეში საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ირაკლი ს-ს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილმა პატრულ-ინსპექტორმა თავად მოახერხა ბრალდებულის შეჩერება და შემთხვევის ადგილზევე დააკავა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის — ირაკლი ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

 გამოძიება პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით) და დაკავებულს 16 დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0