საქართველოში პროექტ „რუსული კუთხის“ მეორე ეტაპი დაიწყო

© photo: Sputnikრევაზ გოგიძე, ლიკა ზახაროვა
რევაზ გოგიძე, ლიკა ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ორგანიზატორებს დადებითი გამოხმაურების იმედი აქვთ და მომავალში „რუსული ენის მუდმივი კურსების“ შექმნას გეგმავენ.

თბილისი, 21 სექტმებერი — Sputnik. საქართველოში სლავი ხალხების ეროვნული კონგრესის პროექტ „რუსული კუთხის“ მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი მსურველი რუსული ენის ინტერაქტიური კურსების გავლას უფასოდ შეძლებს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში ორშაბათს, 21 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, სლავი ხალხების ეროვნული კონგრესის პრეზიდენტმა ლიკა ზახაროვამ განაცხადა. 

სპეციალურად ამ მიზნით რუსეთიდან საქართველოში უკვე ჩამოტანილია დაახლოებით ათასი CD-დისკი, რომლებზეც ჩაწერილის რუსული ენის ინტერაქტიური გაკვეთილები. ინტერაქტიური ორთოგრაფიული ტრენაჟორი რუსულმა კომპანია „მარკო პოლომ“ მოამზადა. მულტიმედიური პროდუქტის გავრცელება უფასო იქნება.

„ეს არის დისკის სახით წარმოდგენილი მულტიმედიური, ინტერაქტიური თამაშები და სასწავლო დამხმარე სახელმძღვანელო რუსულ ენაზე; ტრენაჟორები ბავშვებისა და უფროსებისთვის, რუსული ენის შესასწავლი ინტერაქტიური ორთოგრაფიული ტრენაჟორი“, — განაცხადა ზახაროვამ. 

CD-დისკის მისაღებად საჭიროა კონგრესს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე —  sk_gr@mail.ru შესაბამისი განცხადებით — წერილით მიმართოთ. 

„ყველა მსურველს, ბავშვის მშობელს, ვისაც რუსული ენის შემსწავლელი პროგრამის მიღება სურს, შეუძლია სლავური კონგრესის ვებგვერდს მიმართოს და პროდუქტის მისაღებად განსაზღვრულ დღეს მოვიდეს“, — განაცხადა საქართველოს სლავი ხალხების ეროვნული კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა რევაზ გოგიძემ.

პროექტ „რუსული კუთხის“ მეორე ეტაპი რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრის ელენა სუტორმინას მხარდაჭერით ხორციელდება.

„ინტერაქტიური ორთოგრაფიული ტრენაჟორი შეიძლება განვიხილოთ როგორც მშობლების დახმარება რუსული ენის შესწავლის საქმეში. ეს ენის შესწავლის თავისებური ფაკულტატიური მეთოდია“, — აღნიშნა ზახაროვამ.

პროექტის ორგანიზატორებს დადებითი გამოხმაურების იმედი აქვთ და მომავალში „რუსული ენის მუდმივი კურსების“ შექმნას გეგმავენ.

„ვფიქრობ, ჩვენი დახმარებით ყველა კმაყოფილი დარჩება, რადგანაც ეს რუსული ენის შესწავლის საქმეში ახალი სიტყვაა… ვნახოთ გამოხმაურებები. გვინდა გავაგრძელოთ და ამ პროექტის საფუძველზე სლავური კონგრესის ბაზაზე რუსული ენის მუდმივი კურსები შევქმნათ“, — აღნიშნა ლიკა ზახაროვამ.

„რუსული კუთხის“ პირველი ეტაპი გასული წლის ნოემბერში გაიმართა. ის მოსამზადებელი ხასიათისა იყო. მაშინ ორგანიზატორებმა მოთხოვნების დონე შეისწავლეს და ენის შესწავლის მსურველთა მიახლოებული რაოდენობა დაადგინეს.


ყველა ახალი ამბავი
0