სანქტ–პეტერბურგში ნინო ბურჯანაძე ქალთა ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

© photoერმიტაჟი
ერმიტაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილია, რომ ფორუმში მონაწილეობის გარდა, ბურჯანაძე ასევე შეხვდება რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასაც.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქალთა საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სანქტ–პეტერბურგში გაიმართება, იუწყება ქართული მედია. 

2015 წლის ივლისში ნინო ბურჯანაძე უკვე გახლდათ რუსეთში, სადაც სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობას შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერის მოსკოვში ვიზიტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების, ასევე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის მხრიდან  კრიტიკა მოჰყვა. 

ცნობილია, რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ფორუმში მონაწილეობის გარდა, ბურჯანაძე ასევე შეხვდება რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასაც. 

 


ყველა ახალი ამბავი
0