„ემის“ მთავარი პრიზი სერიალმა „სატახტოთა თამაშებმა“ მოიპოვა

© photo: Sputnik / Виталий Белоусов / გადასვლა მედიაბანკშისერიალი "სატახტოთა თამაშები"
სერიალი სატახტოთა თამაშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლოს–ანჯელესში აშშ–ის მთავარი სატელევიზიო ჯილდოების, „ემის“ პრიზების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ძირითადი ლაურეატები გახდნენ დრამატული საგა „სატახტოთა თამაშები“ (Game of Thrones ) და კომედიური სერიალი „ვიცე–პრეზიდენტი“.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. სერიალი „სატახტოთა თამაშები“ წლის საუკეთესო სატელევიზიო პროექტად დასახელდა. საუკეთესო დრამატულ სერიალად აღიარებულ პროექტს „ემის“ პრიზები გადაეცა. ჯორჯ მარტინის საგას კონკურენციას უწევდნენ სერიალები: Breaking Bad, „დაურეკეთ სოლს“, „კარტის სახლი“, „სამშობლო“, „დაუნთონის სააბატო“ და „ნარინჯისფერი — სეზონის საუკეთესო ჰიტი“. 

„სატახტოთა თამაშმა“ ასევე გაიმარჯვა ნონიმაციებში დრამატული სერიალის საუკეთესო სცენარისათვის, საუკეთესო რეჟისურისათვის და ასევე მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის (პიტერ დინკლეიჯი ტირიონ ლანისტერის როლისათვის). 

საუკეთესო კომედიურ ტელესერიალად პოლიტიკური სერიალი „ვიცე–პრეზიდენტი“ აღიარეს. 

საუკეთესო დრამატულ მსახიობ მამაკაცად ჯონ ჰემი დასახელდა სერიალ „თავქარიანებში“ (Mad Men) შესრულებული როლისათვის, ხოლო საუკეთესო მსახიობ ქალად — ვიოლა დევისი როლისათვის სერილაში „როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობისათვის“. 

„ემის“ ვერსიით, საუკეთესო კომიკოსი მსახიობი მამაკაცი ჯეფრი ტემბორი გახდა როლისათვის სერიალში „აშკარა“ (Transparent)", ხოლო საუკეთესო კომიკოსი მსახიობი ქალი — ჯულია ლუი–დრეიფუსი სერიალ „ვიცე–პრეზიდენტიდან“.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0