ექსპერტი: ციპრასი ევროკავშირის ქვეყნების მიერ შეთავაზებულ ხაზს გააგრძელებს

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთის დროშა
საბერძნეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბერძნეთში კვირას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეს რიგით მეორე არჩევნებია მიმდინარე წელს. რადიკალური მემარცხენე ძალების კოალიცია „სირიზამ“ ხმათა 35,32%, ხოლო მემარჯვენე ცენტრისტულმა „ახალმა დემოკრატიამ“ 28,16% მოიპოვა.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საბერძნეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ალექსის ციპრასი იმ ხაზს განაგრძობს, რომელიც მას ძალზე მკაცრად შესთავაზეს ევროკავშირის მთავარმა ქვეყნებმა, მიაჩნია მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს პეტრე მამრაძეს. 

ციპრასი წელს მესამე გამარჯვებას ზეიმობს. კოალიცია „სირიზამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში.

„ვერ ვიტყვი პოზიტიურია–თქო, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი შედეგია საბერძნეთისთვის, რამდენადაც ის კიდევ ერთხელ ანახებს მთელ მსოფლიოს იმას, რომ, როდესაც პოლიტიკისა და ფინანსებისაგან შორს მდგომი, უბრალო ადამიანები ვალების გადახდით წამდებიან, სწორედ მაშინ  ჰყვებიან პოპულისტებსა და დემაგოგებს. ეს ასე იყო ყოველთვის, ყველა დროში. მუსოლინიცა და ჰიტლერიც ასეთი ჰიპერინფლაციისა და ეკონომიკური სტაგნაციის ტალღაზე მოვიდნენ, როდესაც ადამიანები მთელ თავიანთ ქონებას კარგავდნენ. ადამიანები მზად იყვნენ ხმა მიეცათ ნებისმიერისთვის, ვინც უფრო დამაჯერებლად ამტკიცებდა, რომ იცოდა, როგორ ემოქმედა… ეს კი ძალიან საშიშია“, — მიაჩნია მამრაძეს.   

ციპრასმა დაპირების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა და ეს ყველაფერი მას მიეტევება იმის გამო, რომ მას ძალუძს ღიმილით, პოპუმლისტური ლოზუნგებითა და დემაგოგიით დაარწმუნოს ადამიანები, რომ მოცემულ მომენტში ის საუკეთესოა, ამბობს პოლიტოლოგი. 

„ციპრასმა უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია ყველა საკუთარი ლოზუნგის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ სხვა გზა, გარდა ევროპელ კრედიტორებთან მოლაპარაკებისა და პროგრამების შესრულებისა, არ არსებობს. ასე რომ, უნდა ველოდოთ, რომ ის მაინც იმ პროგრამითა და იმ კალაპოტში იმოქმედებს და მიუთითებს, რომ ეს საუკეთესო გზაა, და ამას რაღაცნაირად გაამართლებს. ციპრასი იმ ხაზს განაგრძობს, რომელიც მას ძალზე მკაცრად შესთავაზეს ევროკავშირის მთავარმა ქვეყნებმა. მას სხვა გზა არ აქვს“, — აღნიშნავს მამრაძე.  

საბერძნეთში კვირას, 20 სექტემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეს მიმდინარე წელს ჩატარებული რიგით მეორე არჩევნებია. რადიკალური მემარცხენე ძალების კოალიცია „სირიზამ“ ხმათა 35,32%, ხოლო მემარჯვენე ცენტრისტულმა „ახალმა დემოკრატიამ“ 28,16% მოიპოვა. 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0