თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანში აკრედიტაციის წესების ბრალდებით უცხოური მედიის წარმომადგენლები დააკავეს, განაცხადა "АзерТадж–თან " ინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტის თანაშემწემ საზოგადეობრივ–პოლიტიკურ საკითხებში ალი ჰასანოვმა.
ჰასანოვს არ დაუზუსტებია, როდის და რამდენი ჟურნალისტი დააკავეს და კვლავაც გისოსებს მიღმა რჩებიან თუ არა ისინი.
„ტელეარხები Interaz, Euroaz, რადიო „ამერიკის ხმა“, ინტერნეტგვერდი Meydan TV და სხვა უცხოური მედიასაშუალებები და მათი თანამშრომლები, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, დღემდე არ იცავენ შესაბამის წესებს და უკანონოდ საქმიანობენ ქვეყნის ტერიტორიაზე“, — ასეთი კომენტარი გააკეთა ჰასანოვმა დაკავებების შესახებ.
მისი თქმით, „როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლები კანონის ფარგლებში უნდა ახორციელებდნენ საკუთარ საქმიანობას“.
პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უცხოური საინფორმაციო საშუალებების აკრედიტაციის წესები“ 2015 წლის 18 მარტს დამტკიცდა. უცხოური მედიის, მათი წარმომადგენელებისა და თანამშრომლების ელექტრონული აკრედიტაციისათვის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე შესაბამისი განყოფილება შეიქმნა.
ჰასანოვმა ასევე განმარტა, რომ განურჩევლად პროფესიისა და საქმიანობისა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქმედი კანონების თითოეული დამრღვევის მიმართ შესაბამის ზომები აუცილებლად იქნება გატარებული..