თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოს მრავალ ქვეყნაში „სკაიპის“ მომხმარებლებს „მაიკროსოფტის“ კუთვნილი მესენჯერით სარგებლობისას პრობლემა შეექმნათ.
„სკაიპის“ ადმინისტრაციამ ოფიციალურ საიტზე უკვე გამოაქვეყნა საბოდიშო წერილი ხარვეზთან დაკავშირებით.
„ბოდიშს გიხდით იმ უხერხულობისთვის, რომლის აღმოფხვრაზეც უკვე ვმუშაობთ“, — ნათქვამია განცხადებაში.
მომხმარებლები, რომელთაც ეს პრობლემა შეეხოთ, ვერ ახერხებენ საკუთარი სტატუსის შეცვლას და კონტაქტებთან დაკავშირებას. გზავნილები ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში იგზავნება.