დაკავებულის ბინიდან იარაღის არსენალი ამოიღეს

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაპატიმრება
დაპატიმრება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულია ვლადიმერ ქ., რომელსაც ბრალად ედება „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა–შენახვა“.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის ორი ავტომატი, თურქული წარმოების სანადირო თოფი და კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი აღმოაჩინეს, იუწყება შსს–ს პრესსამსახური.

გარდა ამისა, სამართალდამცავებმა 1986 წელს დაბადებული ვლადიმერ ქ.–ს საცხოვრებელი სახლის სათავსოში  ასევე იპოვეს 200–ზე მეტი საბრძოლო ვაზნა, ექვსი მჭიდი და პისტოლეტის შემადგენელი შვიდი დეტალი. 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით), რაც სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


ყველა ახალი ამბავი
0