ფესტივალ „კინოშოკზე“ ქართულმა ფილმმა პრიზი აიღო

© kinopoisk.ruლევან კოღუაშვილის ფილმი
ლევან კოღუაშვილის ფილმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მსახიობს, ფილმის „ცხრა მთას იქით“ მთავარ გმირს ეკა მოლოდინაშვილს, პრიზი ქალის საუკეთესო როლისთვის გადაეცა. ფილმი „შემთხვევითი პაემნები“, რომელიც ფესტივალის ძირითად კონკურში არ მონაწილეობდა, დიდი ჟიურის სპეციალური დიპლომით „კინოსადმი ბავშვური სიყვარული“ დაჯილდოვდა.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. კინოფესტივალ „კინოშოკი 2015“-ის პრიზებით ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები“ და ლევან თუთბერიძის ფილმის „ცხრა მთას იქით“ მსახიობი დაჯილდოვდნენ, იუწყება ფესტივალის ოფიციალური ვებგვერდი.

ქართველ მსახიობს, ფილმის „ცხრა მთას იქით“ მთავარ გმირს ეკა მოლოდინაშვილს პრიზი ქალის საუკეთესო როლისთვის გადაეცა. ფილმი „შემთხვევითი პაემნები“, რომელიც ფესტივალის ძირითად კონკურში არ მონაწილეობდა, დიდი ჟიურის სპეციალური დიპლომით „კინოსადმი ბავშვური სიყვარული“ დაჯილდოვდა.

XXIV ღია კინოფესტივალი „კინოშოკი 2015“ რუსეთის ქალაქ ანაპაში 13-20 სექტემბერს ჩატარდა.

რუსულმა კინოფესტივალმა „კინოშოკმა“ წელს ტრადიციულ სექციაში „ქვეყანა ფოკუსში“ საქართველო გამოყო. ამ კატეგორიის ფარგლებში აჩვენეს ქართველი რეჟისორების ისეთი ფილმები, როგორებიცაა: ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ (ესტონეთი-საქართველო), ნანა ჯანელიძის „ნეტავ იქ თეატრი არის?”, თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“ (საქართველო-საფრანგეთი), გიორგი ფარაჯანოვის „ყველა წავიდა“ (რუსეთი-საქართველო-ჩეხეთი) და ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“. 

კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს ვაზი“– საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის რეჟისორ მ. აბდიკალიკოვის ფილმმა „ცის კარავმა“ მიიღო, ხოლო საუკეთესო რეჟისურისთვის — იურის კურსიეტისის ფილმი „მორდისი“ დაჯილდოვდა. საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ალექსანდრ კნიაჟინსკის სახელობის პრიზი ეიტვიდას დოსკუსის სურათს „სიმშვიდე მხოლოდ გვესიზმრება“ გადაეცა.

სრულმეტრაჟიანი ფილმის საუკეთესო მუსიკისთვის დაჯილდოვდა ივაშ კრავჩიშინის ფილმი, მამაკაცის საუკეთესო როლისთვის — ჟანდოს აიბასოვი, რაც შეეხება ნომინაციას ფილმის საუკეთესო სცენარი, წელს ამ ნომინაციაში არავინ დაჯილდოებულა.

„კინოშოკის“ ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა ნოველამ „ორნი ერთად“ (რეჟისორი ანა იანოვსკაია) ფილმში „ბედნიერება — ესაა…”.

ფესტივალის პრიზი „სიმამაცისა და ღირსებითვის“ მსახიობს სვეტლანა ნემოლიაევას გადაეცა.

მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის გამარჯვებული გახდა რუსი რეჟისორის ნიკიტა იკონიკოვის ფილმი „ტანია“, ეკატერინე გორნოსტაის "შორიახლოს", ვალერი ოლეხნოს (ლატვია) „მა მა“. 

სპეციალური დიპლომი “გამოხატვის სიძლიერისათვის“ მიიღო უკრაინელი რეჟისორის მარინა ვროდის ფილმმა „ლოკოკინები“.

კონკურსზე დაჯილდოვდნენ საბავშვო როლების შემსრულებლებიც — სოფი შუტკინა, სემიონ ტრესკუნოვი.

სპეციალური დიპლომით „სატელევიზიო კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ ტელესერიალ „სამშობლოს“ შემქმნელები დაჯილდოვდნენ (რეჟისორი პაველ ლუნგინი).

კონკურს „ტვ-შოკ“-ის პირველი პრიზი, მაყურებლის ხმათა მიხედვით, ტელეფილმმა „ზაფხულის შვებულებამ“ მიიღო (რეჟისორი არტიომ ნასიბულინი — რუსეთი).

„კინოშოკი“ ანაპაში 1992 წლიდან იმართება და რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კინოფესტივალს წარმოადგენს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0