თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი მსახიობი და საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ კიკაბიძე გუშინ ზაპოროჟიეში ჩავიდა, იტყობინება ადგილობრივი პორტალი 061.
„ცოტა ხნის წინ ისრაელიდან ჩემოვედი, მანამდე მონტე-კარლოში ვიყავი, მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე დღეებს ვითვლიდი, როდის ჩავიდოდით უკრაინაში“, — განაცხადა კიკაბიძემ.
იტყობინებიან, რომ კიკაბიძის ტური უკრაინაში ზაპოროჟიედან დაიწყება. იგი აპირებს ეწვიოს დნეპროპეტროვსკს, ოდესას, ნიკოლაევს, ჩერნოვცის, ვინიცასა და ქვეყნის სხვა ქალაქებს.
„ომის დაწყების შემდეგ შვიდი წელია რუსეთში არ ჩავდივარ, მე კი უშველებელი პროგრამა მაქვს რუსულ და ქართულ ენებზე და როცა ძალიან მომაწვება, აქ ჩამოვდივარ, რათა რუსულად ვიმღერო, იმიტომ რომ აქ ეს ენა ყველას ესმის“, — უთხრა მომღერალმა ზაპოროჟიელ ჟურნალისტებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ კიკაბიძის თანაშემწეებმა ჟურნალისტებს სთხოვეს არ დაესვათ შეკითხვები პოლიტიკაზე, მომღერალმა ღვინის ჭიქა უკრაინულად დაცალა — "Хай живе вільна Україна" (გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას).
მომღერალს მანამდეც არაერთხელ გამოუთქვამს რუსეთის პოლიტიკის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება.