საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. მეხუთე ტურის ანონსი

© photo: Sputnikფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი „დინამო“ თბილისი მატჩს შინ, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ „ზუგდიდთან“ გამართავს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები კვირას, 20 სექტემბერს გაიმართება. 

 ტურნირის ცენტრალური შეხვედრა საჩხერეში შედგება, სადაც  „ჩიხურა“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს — გორის „დილას“ მიიღებს. სატურნირო ცხრილში გუნდები შესაბამისად მეოთხე და მეორე ადგილებზე გადანაწილდნენ, ერთი ქულის სხვაობით. 

 არანაკლებ საინტერესო იქნება თამაში ლანჩხუთში, სადაც უმაღლესი ლიგის დებიუტანტი „საბურთალო“ და „გურია“ შეხვდებიან ერთმანეთს. თბილისის კლუბი მესამე ადგილზეა და წარმატების შემთხვევაში შესაძლოა ერთი საფეხურით მაღლა ავიდეს. (თუკი „ჩიხურა“ და:“დილა“ ერთმანეთში ქულებს გაიყოფენ).

 საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი „დინამო“ თბილისი მატჩს შინ, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ „ზუგდიდთან“ გამართავს. 

 ჩემპიონატში პირველი ქულების დაგროვებას შეეცდება „მერანიც“. თუმცა ეს მათთვის „სამტრედიასთან“ შეხვედრაში ადვილი არ იქნება. 

 მეხუთე ტურის მატჩების სრული განრიგი ასე გამოიყურება:

 „სიონი“-„ლოკომოტივი“

 „ცხინვალი“ –„დინამო“ ბათუმი

 „ჩიხურა“ – „დილა“

 „შუქურა“ – „საპოვნელა“

 „სამტრედია“ – „მერანი“

 „ტორპედო“ – „კოლხეთი“

 „დინამო“ თბილისი — „ზუგდიდი“

 „გურია“ – „საბურთალო“


ყველა ახალი ამბავი
0