ქალ ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრებმა იტელიელებთან 1:6 წააგო

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშიიტალია
იტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შემდეგ თამაშს ჩეხეთის გუნდთან 22 სექტემბერს თბილისში, მიხელი მესხის სტადიონზე გამართავს.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ევროპის  2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა იტალიელებთან 1:6 წააგო. თამაზ კოსტავას გუნდმა ანგარიში მესამე წუთზე გახსნა. გამოირჩა გულნარა გაბელია. 

 თუმცა 10 წუთის შემდეგ, იტალიელებმა, ვალენტინა ჩერნოის დარტყმის შემდეგ პარიტეტი აღადგინეს. პირველი ტაიმის შუაში, მანუელა ჯულიანომ თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო გასახდელში გასვლამდე კიდევ ერთი გოლი რაფაელა მანიერიმ გააფორმა. 

 შეხვედრის მეორე ტაიმი იმავე სცენარით განვითარდა. იტალიელები განუწყვეტლივ უტევდნენ, შედეგად კიდევ სამი გოლი გაიტანეს. დანიელა საბატინომ მეოთხე გოლი გაიტანა, ხოლო შეცვლაზე გამოსულმა  კრისტიანა ჯირელიმ  დუბლი გააფორმა. 

 საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შემდეგ თამაშს ჩეხეთის გუნდთან 22 სექტემბერს თბილისში, მიხელი მესხის სტადიონზე გამართავს. იტალიისა და ჩეხეთის გარდა, მეექვსე შესარჩევ ჯგუფში ქართველ ქალთა მოწინააღმდეგეები იქნებიან შვეიცარიელები და ჩრდილო ირლანდიელები. 

 ქალთა შორის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი 2017 წელს ჰოლანდიაში გაიმართება. შესარჩევ ტურნირში 8 ჯგუფად გადანაწილებული 40 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. რვა ჯგუფის გამარჯვებული და 6 მეორე ადგილზე გასული საუკეთესო გუნდი ავტომატურად მიიღებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს. ორი სხვა გუნდი, რომელიც თავის ჯგუფებში მეორე ადგილზე გავა, ერთმანეთს შეერკინება და ამ ორთაბრძოლის გამარჯვებული მიიღებს მე-15-ე საგზურს. 

 ჰოლანდიის ნაკრები, როგორც კონტინენტური პირველობის მასპინძელი, შესარჩევ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს. 


ყველა ახალი ამბავი
0