ძიუდოისტი თამაზ კირაკოზაშვილი იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

© https://www.facebook.com/TbilisiEYOF?fref=tsძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები სამ წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ძიუდოისტმა თამაზ კირაკოზაშვილმა (-73), ავსტრიის ობერვარტში დაწყებულ  ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის, ოქროს მედალი მოიპოვა. 

 ფინალში, ქართველმა ძიუდოისტმა იპონით მოუგო სლოვენიელ მარტინ ხოიაკს. 

 იმავე წონით კატეგორიაში გიორგი კაციაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კოსოველ აკილა გიაკოვთან ორთაბრძოლაში. 

 საქართველოს ნაკრებისათვის კიდევ ერათი ბრინჯაოს მედალი თორნიკე ნაგლიაშვილმა (-60) მოიპოვა. მესამე ადგილისათვის ბრძოლაში მან ბრიტანელ ნეილ მაკდონალდს  სძლია. 

 ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები სამ წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი: ლევან გუგავა და კობა მჭედლიშვილი (ორივე —81კგ.), ბექა ღვინიაშვილი და დავით რამაზაშვილი (ორივე —90კგ.), და გურამ თუშიშვილი (+100კგ.)

 კონტინენტური პირველობა 20 სექტემბერს გუნდური შეჯიბრებით დასრულდება. 


ყველა ახალი ამბავი
0