ქართველმა რაგბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი მოიგეს

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილტონ ჰეიგის გუნდმა შეძლო მოწინააღმდეგისათვის თავს მოეხვია თავისი თამაში და მთელი თამაშის განმავლობაში დამსახურებულად ლიდერობდა ანგარიშში.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბიში, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში, რომელიც დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს, ტონგოს გუნდს 17:10 (10:3) მოუგო. შეხვედრა გლოსტერში ძალიან შეუპოვარი, სასტიკი და საოცრად დამაინტრიგებელი გამოდგა, იტყობინება პორტალი Rugger.

 ქართველმა რაგბისტებმა შეხვედრის დიდი  ნაწილი შესანიშნავად ჩაატარეს. მილტონ ჰეიგის გუნდმა შესძლო მოწინააღმდეგისათვის თავს მოეხვია თავისი თამაში და მთელი თამაშის განმავლობაში დამსახურებულად ლიდერობდა ანგარიშში. 

 საქართველოს ნაკრებს იმედი არაზუსტმა დარტყმებმაც გაუცრუა. კვირიკაშვილმა ვერ შეძლო ორი საჯარიმოს გატანა და მალაღურაძემ — ერთის. ამის გამო თამაშის ბოლო ცოტა ნერვიულიც გამოდგა. 

 პირველი ლელო მამუკა გორგოძემ დამახასიათებელ სტილში ფორვარდთა ხანგრძლივი შეტევის შემდეგ გააფორმა. მეორე შემთხვევაში თხილიაშვილმა თავისი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა მოწინააღმდეგის მოედანზე ჩაჭრის შემდეგ დაასრულა. მთლიანობაში ქართული ნაკრები ძალიან შეკულად, სწორად თამაშობდა და ამის დამსახურებითაც მიაღწიეს პოზიტიურ შედეგს. 

 ტონგოელებს მთელი მატჩის მანძილზე ქართველთა დევნა უწევდათ. მხოლოდ შეხვედრის მესამოცე წუთზე შეძლეს კუნძულელებმა ინიციატივის ხელში აღება და ოპონენტების განერვიულება. ვაინიკოლოს მცდელობა წარმატებით დასრულდა დასრულდა. ტონგოს გუნდმა შეძლო ქართული თავდაცვის ხაზის გაწელვა და შედეგად ბურთი კუთხურ დროშასთან დაეშვა. 

 ამ ეპიზოდში განმეორებითი დარღვევისათვის ყვითელი ბარათი კვირიკაშვილმა მიიღო, მაგრამ ტონგოელებმა რიცხობრივი უპირატესობით სარგებლობა ვერ შეძლეს. 


ყველა ახალი ამბავი
0