მედია: „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი საქართველოში ამერიკელთა საუკეთესო მოსწავლე იყო

© © AP Photo/ militant social media account via AP videoთარხან ბათირაშვილი
თარხან ბათირაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხრეთ ოსეთში შეირაღებული კონფლიქტის დროს, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თარხან ბათირაშვილმა ან ომარ ჩეჩენსკიმ , „ასიმეტრიული ბრძოლის განსაკუთრებული უნარები“ გამოავლინა, რომელიც მას შესაძლოა ამერიკელმა ინსტრუქტორებმა შეასწავლეს, წერს McClatchy.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი (ასევე ცნობილი სახელით აბუ უმარ აშ-შიშანი ან ომარ ჩეჩენსკი) სამხედრო მომზადებას ამერიკი სპეციალური დანიშნულიების ძალების ოფიცრების ხელმძღვანელობით გადიოდა, როცა ქართულ შეიარაებულ სამსახურში მსახურობდა, — წერს McClatchy.

 გამოცემის ანონიმური წყარო, რომელიც საქართველოს სამხედრო ძალებში დღემდე მსახურობს, აღნიშნავს, რომ ბათირაშვილი ქართულ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისას (2006-2010 წლებში) ქვედანაყოფის „ვარსკვლავი“ იყო, რომელიც მომზადებას ამერიკელი სამხედროების ხელმძღვანელობით გადიოდა. „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი მეთაური სამხრეთ ოსეთში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, სადაც  „ასიმეტრიული ბრძოლის განსაკუთრებული უნარები“ გამოავლინა. 

 „მან ჩვენთან კარგი წვრთნა გაიარა, და ამერიკა ძალიან დაგვეხმარა. <…> სინამდვილეში, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის ერაყში ამერიკელების გვერდით საბრძოლველად არ მიდიოდა, ის იყო, რომ მისი უნარები საქართველოში გვჭიდრებოდა“, —ციტირებს პორტალი ქართველ ყოფილ სამხედრო ჩინოვნიკს, რომელმაც ასევე ანონიმად ისურვა დარჩენა  „ბათირაშვილის ფიგურის  „ისლამური სახელმწიფოს“  იერარქიაში მნიშვნელოვნების“  მოტივით. 

 ქართულ-ოსური კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ბათირაშვილი 15 თვით დაკავებული იყო იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით და მისი კონტაქტები შეიარაღებულ ძალებთან საბოლოოდ გაწყდა, აღნიშნავს McClatchy. 2012 წელს ბათირაშვილი სირიაში გაფრინდა. 

 თარხან თემურის ძე ბათირაშვილი, რომელიც საქართველოში დაიბადა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში მონაწილეობდა, ახლო აღმოსავლეთში დაჯგუფება „ჯეიშ-ალ-მუხაჯირი ვალ ანსარს“ ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი  „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ციხეს მეთაურობდა, სადაც უცხოელი მძევლები ყავდათ. მონაწილეობდა ორგანიზაციის ფინანსური ქვედანაყოფის მუშაობაში და მართავდა დაჯგუფების ოპერაციებს სირიის ერთ ერთ ოლქში. 2013 წელს იგი „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურად დანიშნეს სირიის ჩრდილოეთში — ალეპოს, რაკას, ლატაკიასა და იდლიბის პროვინციებში. ზოგიერთი მონაცემებით, იგი 2014 წლის ნოემბერში მოკლეს და მისი რაზმის ხელმძღვანელობა სხვამ გადაიბარა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0