თბილისი, 18 სექტემბერი, — Sputnik. 18 სექტემბერს საღამოს 22:30 წუთზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა "თბილსერვისის" საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა რიგი მუხლების ამინისტირების შემდეგ,მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილებით, საბოლოოდ სასჯელი 4 წლითა და 6 თვით განისაზღვრა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით გიგი უგულავა გამართლდა ტელეკომპანია "იმედის" და "რიყის" საქმეზე. ამ უკანასკნელ საქმეზე გამართლდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილიც.