ეკა ბესელია: საქართველოს მოსახლეობა "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ აირჩევს

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, რომელმაც ქვეყნის მართვის სადავეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გადაიბარა.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებაზე–„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნდება – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ  კომენტარი პარასკევს, 18 სექტემბერს გააკეთა.

 „ერთია – ისურვო, მაგრამ მოვა 2016 წელი და საქართველოს მოსახლეობა სამართლიანი არჩევნების პირობებში თავის ნებას გამოხატავს. დარწმუნებული ვარ, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში არასდროს არ დაბრუნდება. ეს შავ–ბნელი წარსულის მქონე პოლიტიკური ძალაა, ასე რომ, ეს ყველაფერი უბრალო სურვილია“, – განაცხადა ბესელიამ მედიასთან საუბრისას.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, რომელმაც ქვეყნის მართვის სადავეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გადაიბარა.

გიორგი უგულავა პატიმრობიდან ხუთშაბათს, 17 სექტემბერს გათავისუფლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავას გათავისუფლების შესახებ იმით არის განპირობებული, რომ მან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის წინასწარ პატიმრობას ცხრა თვეზე მეტხანს უშვებს, არაკონსტიტუციურია. უგულავა წინასწარ პატიმრობაში 14 თვე იმყოფებოდა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0