თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ნონ-სტოპ რეჟიმში ტექნო, ელექტრონული და ჰაუს მუსიკის ფესტივალი Memorphose Open Air ჩატარდება, იუწყებიან ფესტივალის ორგანიზატორები.
ფესტივალი, რომელიც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, 18 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება და 20 სექტემბერს 08:00 საათზე დასრულდება.
ორი დღის განმავლობაში მსმენელის წინაშე ცნობილი უცხოელი შემსრულებლები და კოლექტივები წარდგებიან: HVOB (Her Voice Over Boys), მუსიკოსი კონსტანტინ სიბოლდი (Konstantin Sibold), გერმანული კლუბური სცენის ვეტერანი ანდრე გალუცი (Andre Galluzzi) და DJ Tennis მაიამიდან.
ფესტივალის პროგრამაში ასევე არის ელექტრონული მუსიკის პოპულარული შემსრულებელი გერმანიიდან კრისტიან პრომერი (Christian Prommer) და გერმანელი დიჯეები მატიას მეიერი (Matthias Meyer) და იოჰანეს ჰეილი (Johannes Heil).
„Memorphose Open Air“-ზე ასევე გამოვლენ ქართველი დიჯეები და მუსიკოსები გიო შენგელია, Lasha Craft, Vako T, Kobert, Zurkin, Tomma, LashaCraft, ასევე Pasha და GREAN BEAM & LEON.