ენმ: ივანიშვილი სასამართლოზე „გაასმაგებულ“ ზეწოლას მოახდენს

© photo: Sputnik"ნაციონალური მოძრაობის" მიტინგი
ნაციონალური მოძრაობის მიტინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსგავსი ვარაუდის გამოთქმის საბაბად ოპოზიციის წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადება დაასახელა. უგულავას გათავისუფლებას კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმესაათიანი ზეიმი უწოდა.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ბიძინა ივანიშვილი სასამართლოზე ზეწოლას განახორციელებს, რათა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა კვლავ გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს, განაცხადა პარასკევს, 18 სექტემბერს „ერთანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უგულავას თანაპარტიელმა გიგა ბოკერიამ.

უგულავა წინასწარი პატიმრობიდან ხუთშაბათს, 17 სექტემბერს გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, ამჟამად სასამართლო განხილვა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით მიმდინარეობს.

„ჩვენ ვიცით, რომ სრულ ისტერიკაში იყო პირადად ივანიშვილი, მისი გარემოცვა დამნაშავეებს ეძებს, მოსამართლეზე და სასამართლოზე გაასმაგებული ზეწოლა  იქნება რომ ეს შედეგი დადგეს. მე არ დავიწყებ მარჩიელობას — გაუძლებს ეს მოსამართლე ამ ზეწოლას თუ ვერ გაუძლებს“, — განაცხადა ბოკერიამ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

მსგავსი ვარაუდის გამოთქმის საბაბად ოპოზიციონერმა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადება დაასახელა. უგულავას გათავისუფლებას კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმესაათიანი ზეიმი უწოდა.

 „მან (მეჭიაურმა) პირდაპირ თქვა, რომ არის დაკვეთა, მოხდეს ძალიან სწრაფი "რევანში"  და დღესვე დააპატიმრონ უგულავა. სამწუხაროდ, ეს არ არის მოულოდნელი“, —  აღნიშნა ბოკერიამ.

ბოკერიას განცხადებით, მეჭიაური ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავას გათავისუფლების შესახებ იმით არის განპირობებული, რომ მან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის წინასწარ პატიმრობას ცხრა თვეზე მეტხანს უშვებს, არაკონსტიტუციურია. უგულავა წინასწარ პატიმრობაში 14 თვე იმყოფებოდა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0