არხის ყოფილი მფლობელი „რუსთავი 2" – ს 8 მლნ დოლარამდე თანხას სთხოვს

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკში"რუსთავი 2"
რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ს დამატებით 19 მლნ ლარს (დაახლოებით 7,8 მლნ აშშ დოლარი)სთხოვს.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. „რუსთავი 2"–ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა გაზარდეს მოთხოვნა და საავტორო უფლებებისათვის დაახლოებით 7,8 მლნ აშშ დოლარს ითხოვენ, ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში. 

„რუსთავი 2–ის“ ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 4 აგვისტოს სასამართლოს მიმართა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის 500 ათასი აშშ დოლარი და ასევე ტელეკომპანიის უძრავი ქონების მისთვის გადაცემა მოითხოვა. ხალვაში ასევე მოითხოვდა ტელეკომპანიის მთელი ქონების დაყადაღებას სასამართლოს დასრულებამდე. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. 

„ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა გაზარდეს მოთხოვნები. კერძოდ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისაგან ქიბარ ხალვაში დამატებით 19 მილიონამდე ლარს ითხოვს, ასევე ხალვაშსს პრეტენზიები აქვს გადაცემა „ფორტ ბოიარდის“, „ჯეოსტარისა“ და „გმირის“ ქართულ ვერსიებზე, რომლებიც „რუსთავი 2"-ის ეთერში გადიოდა“, — ნათქვამია განცხადებაში. 

სარჩელი, რომელშიც „რუსთავი 2“ ფიგურირებს, 2005–2006 წლებს ეხება. 2005 წლის დეკემბერში ტელეკომპანიის მაშინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ასპროცენტიანი წილიდან 22% „საქცემენტს“ (ამჟამად „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“) გადასცა, რომლის ერთპიროვნული მფლობელი საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის მამა, რობერტ ბეჟუაშვილი გახლავთ. ამის შემდეგ დარჩენილი 78% გადასცა კომპანია „ჯეო ტრანსს“, რომელიც ბიძინა ნიჟარაძეს ეკუთვნის. ხალვაში ირწმუნება, რომ საკუთარი წილი იძულებით დაათმობინეს. 

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტელეკომპანია არაერთხელ იქცა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის საგნად. მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“ სააკაშვილს ეკუთვნის და ტელეკომპანიას სიცრუეში ადანაშაულებდა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0