მედია: ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ საქართველოდან კიდევ ხუთი ახალგაზრდა შეუერთდა

© AP Photo/ Militant website via AP"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები
ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდები ივლისსა და აგვისტოში სამუშაოდ თურქეთში წავიდნენ, საიდანაც მალევე სირიაში გადავიდნენ. ამჟამად ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში ირიცხებიან.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი ხუთი ახალგაზრდა, მათ შორის ორი სტუდენტი, პანკისის ხეობიდან სირიაში გაემგზავრა, იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

ორივე ახალგაზრდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, აღნიშნულია განცხადებაში.

„დაზუსტებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდები ივლისსა და აგვისტოში „სამუშაოდ“ თურქეთში წავიდნენ, საიდანაც მალევე სირიაში გადავიდნენ და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა შემადგენლობაში იმყოფებიან“, — იტყობინება კახეთის საინფორმაციო ცენტრი და აღნიშნავს, რომ „ბოლო სამი თვის განმავლობაში პანკისიდან სირიაში 5 ახალგაზრდა წავიდა“.

ადრე ზოგიერთი ქართული მედიასაშუალება იუწყებოდა, რომ სირიაში 50-დან 100-მდე პანკისელი ახალგაზრდა იმყოფება და სამთავრობო ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0