„ბი-ბი-სი მონიტორინგი“ ბაქოში საქმიანობას წყვეტს

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყაროს თქმით, „ბი-ბი-სი მონიტორინგი“ თავის საქმიანობას 6 თვის მანძილზე შეაჩერებს აზერბაიჯანში და თბილისში იქნება განთავსებული.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. „ბი-ბი-სი მონიტორინგი“ აზერბაიჯანში თავისი ოფისის დახურვას აპირებს. ამის შესახებ Sputnik Азербайджан ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. 

წყაროს თქმით, „ბი-ბი-სი მონიტორინგი“ თავის საქმიანობას 6 თვის მანძილზე შეაჩერებს აზერბაიჯანში და თბილისში იქნება განთავსებული. 

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები უცნობია. 

როგორც Sputnik იტყობინება, „მონიტორინგის“  ბაქოს ოფისში უარი თქვეს ამ საკითხის კომენტირებაზე. ასევე კომენტარისაგან თავი შეიკავეს ბი-ბი-სის ლონდონის სათაო ოფისის რუსულ სამსახურში. 

„ბი-ბი-სი მონიტორინგი“ — ბრიტანული ტელერადიოკორპორაციის ბი-ბი-სის ქვედანაყოფია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტელე, ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემების მონიტორინგს ამზადებს. ქვედანაყოფი ბაქოში უკვე 15 წელია მოღვაწეობს. 


ყველა ახალი ამბავი
0