ლევან მჭედლიძე „ემპოლიში“ 2018 წლამდე დარჩება

© FB / Empoli Fc Officialსაქართველოს ნაკრებისა და იტალიის "ემპოლის" ტავდამსხმელი ლევან მჭედლიძე.
საქართველოს ნაკრებისა და იტალიის ემპოლის ტავდამსხმელი ლევან მჭედლიძე. - Sputnik საქართველო
გამოწერა
25 წლის თავდამსხმელი „ემპოლის“ რიგებში 2007 წლიდან თამაშობს. ამ დროის მანძილზე, მჭედლიძემ 125 მატჩი ითამაშა კლუბში და 14 ბურთი გაიტანა.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ იტალიურ „ემპოლისთან“ არსებული კონტრაქტი გააგრძელა2018 წლამდე. ამის შესახებ იტალიური პორტალი Stop and Goal იტყობინება. 

„მინდოდა შეთანხმება ერთი წლით გამეგრძელებინა, მაგრამ ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს — ჩემთვის ეს პრობლემა არაა. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ბოლოს და ბოლოს მინდა ჩემი შესაძლებლობები საქართველოს ნაკრებში გამოვავლინო“, — თქვა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მჭედლიძემ. 

25 წლის თავდამსხმელი „ემპოლის“  რიგებში 2007 წლიდან თამაშობს. ამ დროის მანძილზე, მჭედლიძემ 125 მატჩი ითამაშა კლუბში და 14 ბურთი გაიტანა. თავისი იტალიური საფეხბურთო კარიერის მანძილზე, 2 წელი ფორვარდმა „ფორვარდში“ გაატარა, სადაც 11 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონზე მჭედლიზემ „ემპოლიში“ ორი შეხვედრა გამართა. 

7 სექტემბერს, ევრო-2016-ის შესარჩევ მატჩში ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, მჭედლიძემ ტრამვა მიიღო და როგორც მოსალოდნელია ქვეყანაში მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში დაბრუნდება. 


ყველა ახალი ამბავი
0