TeliaSonera საქართველოს დატოვებას აპირებს

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშიОфициальный старт продажи iPhone 5s и iPhone 5c в Москве
Официальный старт продажи iPhone 5s и iPhone 5c в Москве - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია აღნიშნავს, რომ მითითებულ რეგიონში იგულისხმება ისეთი ქვეყნები როგორიცაა ნეპალი, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, ტაჯიკეთი. საქართველოში კომპანია მობილური კავშირის ოპერატორის Geosell -ის მფლობელია.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგი TeliaSonera გეგმავს თანდათან შეამციროს თავისი ყოფნა ევრაზიის რეგიონში და დროთა განმავლობაში საერთოდ დატოვოს იგი, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომპანია აღნიშნავს, რომ მითითებულ რეგიონში იგულისხმება ისეთი ქვეყნები როგორიცაა ნეპალი, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, ტაჯიკეთი. საქართველოში კომპანია მობილური კავშირის ოპერატორის Geosell —ის მფლობელია. 

გადაწყვეტილება დაკავშირებულია კომპანიის განზრახვასთან, მთელი ყურადღება ევროპასა და შვეციაზე გადაიტანოს „ახალი TeliaSonera-ს შექმნის სტრატეგიის  ფარგლებში“. 

„ჩვენ გვესმის, რომ ეს რთული ამოცანაა, რომელიც გარკვეულ დროს მოითხოვს. ვგეგმავთ ეს პროცესი ბაზრიდან ბაზარზე გადავიტანოთ, რადგან ყველა ქვეყანა და ბიზნესი თავისი უნიკალურობით გამოირჩევა. მაგრამ საბოლოოდ ჩვენი მიზანია  გამოვიდეთ მთლიანად რეგიონიდან“, — ციტირებს TeliaSonera-ს პრეზიდენტს იოხან დენელინდს (Johan Dennelind) კომპანია. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე პროდუქტიული მუშაობის შედეგად, კომპანიამ ევრაზიაში ბიზნესის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მიაღწია. 

„ეხლა იქ უფრო მდგრადი კომპანიები მუშაობენ, კარგი მართვის სისტემით და ვთვლით, რომ სხვები შეძლებენ მათ წარმატებულ განვითარებას შემდგომში“ — თვლის დენელინდი.

TeliaSonera 2002 წელს შეიქმნა ფინური და შვედური კომპანიების Sonera და Telia-ს შერწყმით. კომპანია, რომლის შტაბ ბინა სტოკჰოლმშია განთავსებული, თავის 

მომსახურებას ჩრდილოეთ ევროპის, ბალტიის, ესპანეთის, თურქეთისა და რუსეთის ბაზრებზე აწარმოებს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0