თბილისის ყოფილი მერი სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს

გამოწერა
გიგი უგულავამ წინასწარ პატიმრობაში 14 თვე გაატარა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კი ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამასთან დაკავშირებით, ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა არაკონსტიტუციურია

თბილისი,17 სექტემბერი —Sputnik. 17 სექტემბერს, ხუთშაბათს, საღამოს 23 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა. სასამართლო კოლეგიას აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად 5 საათიანი მსჯელობა დასჭირდა.

 გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა 2014 წლის 4 ივლისს შეეფარდა ფულის გათეთრების ბრალდებით, ხოლო მიმდინარე წლის 15 მარტს სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის იგივე ზომა ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე გამოიყენა. გიგი უგულავამ წინასწარ პატიმრობაში 14 თვე გაატარა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კი ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. 

 ამასთან დაკავშირებით, ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა არაკონსტიტუციურია. 

 „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგი უგულავა მთელ რიგ სისხლის სამართლის საქმეებშია ბრალდებული. ძირითადად საქმე ეხება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და პარტიის სასარგებლოდ, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილია, ფულის გათეთრებას.


ყველა ახალი ამბავი
0