ესპანეთის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის ფილმმა 4 პრიზი მიიღო

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიბაბინა ძველი ფირით
ბაბინა ძველი ფირით - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოკუმენტურმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმი სვანეთის მკაცრ ტრადიციებზე მიიღო პრიზი ნომინაციებში საუკეთესო რეჟისურისათვის, სცენარისათვის, საოპერატორო ნამუშევრისთვის და კოსტიუმების დიზაინისათვის.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმი „დინოლა“ ოთხი პრიზის მფლობელი გახდა ესპანეთში, ბუეუში გამართულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, იტყობინება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.  

დოკუმენტურმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმი სვანეთის მკაცრ ტრადიციებზე მოიგო პრიზი ნომინაციებში საუკეთესო რეჟისურისათვის, სცენარისათვის, საოპერატორო ნამუშევრისთვის და კოსტიუმების დიზაინისათვის. 

ამ დროისათვის რეჟისორი „დინოლას“ სრულმეტრაჟიან ვერსიაზე მუშაობს. ფილმის სახელწოდება „დედე“ იქნება, რაც სვანურად დედას ნიშნავს. 

როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ფილმი სვანურ და ქართულ ენებზე იქნება. იგი 2016 წლის თებერვალში დასრულდება და რეჟისორი მის წარდგენას კანის კინოფესტივალზე გეგმავს. 

ფილმ „დინოლას“, რომელიც 2013 წელს გადაიღეს, უკვე ჰქონდა წარმატებები კინოფესტივალებზე  რუმინეთში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, იტალიაში, მაკედონიაში, ტაჯიკეთში, და საქართველოში. 

„დინოლას“ ისტორია რეალურ მოვლენებს ეყრდნობა — ეს არის მარიამ ხაჭვანის ბებიის  ისტორია. სიუჟეტის მიხედვით, ახალდაქვრივებულ ქალს, აიძულებენ გათხოვდეს და თავისი შვილი ქმრის მშობლებთან დატოვოს, თვითონ კი ახალი ცხოვრება დაიწყოს ახალ ქმართან. 

რეჟისორის თქმით, ამ სასტიკმა ტრადიციამ თავის დროზე ბევრი დედა-შვილი დააშორა. 

მარიამ ხაჭვანს სვანეთთან მჭირდო კავშირი აქვს. რეჟისორი უშგულშია დაბადებული. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პირველივე სადებიუტო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „დინოლამ" მას წარმატება მოუტანა, „დედე" კი რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი იქნება.

2012 წელს მისმა კინოსცენარმა „დედე“ ლიტერატურული პრემია „გალა“ მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0