კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი საცხოვრებელ სახლს დაეცა

© facebook.com/mod.gov.geთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წლის გაზაფხულზე დამონტაჟდა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საწყის ეტაპზე სეტყვის თავიდან აცილება.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მიერ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში სპეციალური რადარიდან გასროლილი სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი საცხოვრებელ სახლს დაეცა, იტყობინება თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური ხუშაბათს, 17 სექტემბერს.

ჭურვის დაცემის შედეგად გაჩენილმა ცეცხლმა სახლის სახურავი, კედლები და საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა. თავდაცვის სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაზარალებულ ოჯახს ზარლს აუნაზღაურებს. 

„შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ მომხდარის მიზეზებს და აუცილებლად დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. თავდაცვის სამინისტრო დაზარალებულის ოჯახს სრულად აუნაზღაურებს სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრ “დელტას“ მიერ მიყენებულ ზარალს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წლის გაზაფხულზე  დამონტაჟდა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საწყის ეტაპზე სეტყვის თავიდან აცილება.  

სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების საშუალებით ღრუბელში სეტყვის კრისტალების დაშლას  ადრეულ სტადიაზე  ახორციელებს. საპილოტე პროექტს მხარს საქართველოს მთავრობა უჭერს.


ყველა ახალი ამბავი
0