„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ბაღდადში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღეს

© photo: Sputnik / Олег Ласточкин / გადასვლა მედიაბანკშიერაყი
ერაყი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა განაცხადეს, რომ თვითმკვლელი–ტერორისტების მიერ მოწყობილი ორი აფეთქება პოლიციისა და სახალხო ლაშქრის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა ბაღდადში თვითმკვლელი–ტერორისტების მიერ განხორციელებულ ორ აფეთქებაზე, რა დროსაც დაიღუპა 24, ხოლო 120 ადამიანზე მეტი დაშავდა, იუწყება სააგენტო „როიტერი“.

ერაყის დედაქალაქის ცენტრში ხუთშაბათს ორი აფეთქება მოხდა. ინტერნეტით გავრცელდა განცხადება, რომელშიც ბოევიკები ამბობენ, რომ ეს ტერორისტული აქტი პოლიციისა და სახალხო ლაშქრის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული. 

ერაყში კვლავ არასტაბილური ვითარებაა, რასაც ძირითადად „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკთა მსხვილმასშტაბიანი შეტევები იწვევს. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ყველაზე მეტი ძალა სირიის ტერიტორიაზე მოქმედებისას შეიძინა, სადაც სამთავრობო ძალებს ებრძოდა და უსასტიკესი დაჯგუფების სახელი მოიპოვა.  

ბოევიკთა ქმედებების შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ასობით ათასი ლტოლვილად იქცა და კიდევ რამდენიმე ათასი მძევლადაა აყვანილი. 


ყველა ახალი ამბავი
0