ალასანია: თბილისის ყოფილი მერი უნდა გათავისუფლდეს

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგი უგულავა მთელ რიგ სისხლის სამართლის საქმეებშია ბრალდებული. ძირითადად, საქმე ეხება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და პარტიის სასარგებლოდ, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილია,ფულის გათეთრებას.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა უნდა გაათავისუფლონ, განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა 2014 წლის 4 ივლისს შეეფარდა ფულის გათეთრების ბრალდებით, ხოლო მიმდინარე წლის 15 მარტს სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის იგივე ზომა ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე გამოიყენა. გიგი უგულავამ წინასწარ პატიმრობაში 14 თვე გაატარა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კი ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. 

ამასთან დაკავშირებით, ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა არაკონსტიტუციურია. 

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროცედურები, რათა მისი უკანონო პატიმრობა შეწყდეს“, — განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.

პოლიტიკოსმა შექმნილ ვითარებაში პროკურატურა და მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა.

„სახეზეა პროკურატურისა და მთლიანად სამართალდამცავი სისტემის კოლაფსი. თავიან უსუსრობასა და არაკომპეტენტურობას, რომ მათ მოქალაქე უკანონო პატიმრობაში ჰყავთ, ახლა ისინი ახალი დანაშაულებებით გადაფარავენ. ეს ჩვენს ქვეყანასა და მართლმსაჯულების სისტემას კატასტროფულ შედეგს მოუტანს, ხოლო პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად პროკურატურასა და მმართველ პოლიტიკურ ჯგუფს ეკისრება“, — განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგი უგულავა მთელ რიგ სისხლის სამართლის საქმეებშია ბრალდებული. ძირითადად საქმე ეხება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და პარტიის სასარგებლოდ, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილია, ფულის გათეთრებას.


ყველა ახალი ამბავი
0