უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ კანონი მიიღო

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის სახელმწიფო საგარეო ვალის ნაწილის რესტუქტურიზაციის წინასწარი პირობები დაამტკიცა, რომელსაც კიევისა და კრედიტორების კომიტეტის მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს. ამ შეთანხმებებით, კიევს, 18 მლრდ აშშ დოლარის ოდენობიდან ნომინალური ვალის 20 პროცენტს - 3,6 მლრდ აშშ დოლარს ჩამოაწერენ.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის პარლამენტმა იმ კანონების პაკეტი მიიღო, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო ვალის ნაწილის რესტრუქტურიზაციის იურიდიული პროცესის ამოქმედებისთვისაა განკუთვნილი. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი იუწყება.

რადას დამტკიცებულ კანონებს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. 

მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის სახელმწიფო საგარეო ვალის ნაწილის რესტუქტურიზაციის წინასწარი პირობები დაამტკიცა, რომელსაც კიევისა და კრედიტორების კომიტეტის მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს. ამ შეთანხმებებით, კიევს 18 მლრდ აშშ დოლარის ოდენობიდან ნომინალური ვალის 20%-ს — 3,6 მლრდ-ს ჩამოაწერენ. უფრო ადრე უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ რესტრუქტურიზაციის იურიდიული პროცედურების დასრულებისთვის პარლამენტმა შესაბამისი კანონების პაკეტი უნდა მიიღოს.

გარდა ამისა, მიღწეულია გადასახადის გადავადება 2019 წლამდე. ახალ ობლიგაციებზე პროცენტების გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყველა ფასიან ქაღალდზე კუპონი საშუალოდ წლიურ 7,75%-ს შეადგენს (მანამდე 7,22% იყო). რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მანამდე არაერთხელ გამოთქმული პოზიცია — რუსეთის ფედერაცია ამ რესტრუქტურიზაციაში მონაწილეობას არ გეგმავს. რუსეთის მიერ 3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის გამოსყიდულ ევრობონდებზე გადახდის ვადა დეკემბერშია.

 


ყველა ახალი ამბავი
0