ჩერნოგორიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატოში შესვლას

© photo: Sputnik / Alexander Yuriev / გადასვლა მედიაბანკშიჩერნოგორია
ჩერნოგორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო არის ჩერნოგორიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის შემდგომი განვითარების, ადამიანის უფლებებისა და ასევე უმცირესობების უფლებების დაცვის, თითოეული მოქალაქისა და ზოგადად საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გარანტი.

თბილისის, 17 სექტემბერი — Sputnik. ჩერნოგორიის პარლამენტმა ორდღიანი დებატების შემდეგ, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. 

დოკუმენტში ჩამოთვლილია ალიანსში ინტეგრაციის უპირატესობები, თუმცა, არ ზუსტდება, რა სახით უნდა მოხდეს გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება — საერთო ეროვნულ ფორუმზე თუ პარლამენტში. 

რეზოლუციას მხარი 81 დეპუტატიდან 50–მა დაუჭირა მხარი, 26 წინააღმდეგი იყო, ხოლო სამმა თავი შეიკავა. დოკუმენტს მიემხრო მმართველი კოალიცია, რომელიც პრემიერ–მინისტრ მილო ჯუკანოვიჩის დემოკრატიული პარტიის გარშემო ჩამოყალიბდა, ეროვნული უმცირესობების პარტიები და ერთ–ერთი ოპოზიციური პარტია „პოზიტიური ჩერნოგორია“. 

მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო ეს არის: ჩერნოგორიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის შემდგომი განვითარების, ადამიანის უფლებებისა და ასევე უმცირესობების უფლებების დაცვის, თითოეული მოქალაქისა და ზოგადად, საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების  გარანტი. 

ასევე ნათქვამია, რომ ალიანსში გაწევრიანებით ჩერნოგორია მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს, უფრო სტაბილურ რეგიონს, თანამედროვე და სამომავლო გამოწვევებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას (ასეთებია: ორგანიზებული დანაშაული, კორუფცია, ტერორიზმი, რელიგიური და ეროვნული ექსტრემიზმი, კიბერდანაშაული). 

„ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩერნოგორიის ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ მოლაპარაკებების დაჩქარებისა და წარმატებისთ დასრულებისთვის", — ნათქვამია რეზოლუციაში. 

ინტეგრაციის მოწინააღმდეგეები დებატებისას აცხადებდნენ, რომ ჩერნოგორიის მოსახლეობა ნაკლებად უჭერს მხარს ამ პროცესს და ალიანსში გაწევრიანების საკითხის რეფერენდუმზე გატანას მოითხოვდნენ. ოპოზიციის ერთი ნაწილი, იხსენებდა რა 1999 წელს  ნატოს ძალების მიერ იუგოსლავიის დაბომბვის ფაქტს, ბრალს სდებდა ალიანსს. 

ინტეგრაციის მომხრეები კი პასუხად იმ მიზეზებს ახსენებდნენ, რომლებმაც საქმე დაბომბვამდე მიიყვანა. ისინი ასევე ყურადღებას ამახვილებდნენ ნატოს წევრობით მიღებულ ეკონომიკურ და ფინანსურ უპირატესობებზე. 

ჩერნოგორია, რომელმაც დამოუკიდებლობა 2006 წელს გამოაცხადა, ნატოსგან ალიანსში მიწვევას მიმდინარე წლის ბოლომდე ელოდება. ამ მიზნით, ქვეყნის ხელისუფლებამ დიპლომატიურ ფრონტზე აქტიური საქმიანობა გაშალა და ასევე ინტენსიურ კამპანიას ატარებს ქვეყნის შიგნით, რათა გაზარდოს ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა მოსახლეობაში. აქამდე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ალიანსში გაწევრიანებას ჩერნოგორიის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები უჭერს მხარს. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0