ჩინური კომპანია მზად არის საქართველოში მიწისქვეშა გაზის საცავი ააშენოს

© photo: Sputnik / Алексей Бабушкин / გადასვლა მედიაბანკშიТРАНСНЕФТЬ
ТРАНСНЕФТЬ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინური კომპანია მზად არის საქართველოში მიწისქვეშა საცავი ააშენოს TCC-ს ინიციატივით, აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში ასევე ჩართულია ჩინეთის სახელმწიფო საექსპორტო ოპერაციების მზღვეველი სააგენტო - China Export & Credit Insurance Corporation (SINOSURE) და მსოფლიოში უმსხვილესი ბანკი - Industrial and Commercial Bank of China (ICBC).

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik . ჩინური კომპანია „China Tianchen Engineering Corporation" მზად არის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ერთად, საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავისა და ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა, იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. 

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა TCC-ის წარმომადგენლებთან დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 TCC-ს ინიციატივით, აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში ასევე ჩართულია ჩინეთის სახელმწიფო საექსპორტო ოპერაციების მზღვეველი სააგენტო — China Export & Credit Insurance Corporation (SINOSURE) და მსოფლიოში უმსხვილესი ბანკი — Industrial and Commercial Bank of China (ICBC).

 TCC-ი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ნიშანდობლივია, რომ TCC-ს წარმატებული გამოცდილება გააჩნია მიწისქვეშა გაზსაცავის და კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

ყველა ახალი ამბავი
0