თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ოცმა პოლიციელმა ჭრილობები და დაზიანებები მიიღო შეტაკებებისას ლტოლვილებთან, რომლებიც ცდილობდნენ უნგრეთის საზღვრის გარღვევას, აცნობეს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ჩონგრადის ოლქის პოლიციის სამმართველოში.
ოთხშაბათს, ლტოლვილებმა, რომლებიც ჩაკეტილნი აღმოჩნდნენ სერბეთსა და უნგრეთს შორის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სცადეს უნგრეთის ტერიტორიაზე შეჭრა. მათ დაამტვრიეს სასაზღვრო კედლის ნაწილი, ესროდნენ პოლიციელებს ქვებს და ჯოხებს, ასევე წვავდნენ საბურავებს.
უნგრელმა პოლიციელებმა საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და წყალმფრქვევი გამოიყენეს.
„ოცმა პოლიციელმა დაზიანება მიიღო ძირითადად ქვებისა და ბეტონის ნატეხებისგან“, — განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
მისი მონაცემებით ლტოლვილებს შორისაც არიან დაშავებულები.
2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 500 ათასი მიგრანტი ჩავიდა. მათი რიგები ყოველდღიურად იზრდება ახალჩასულებით. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ეს სამიგრაციო კრიზისი უმსხვილესია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარ მიგრაციულ კრიზისებს შორის.