თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ოთხშაბათსა, 16 სექტემბერს.
„ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების თაობაზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა და პეტრე პოროშენკომ იმედი გამოთქვეს რომ უახლოეს მომავალში მათი შეხვედრა ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შედგება“, — იტყობინება უწყება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს ევროინტერგაციული და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების გააქტიურებაზე.
გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო 70-ე სესია ოფიციალურად 15 სექტემბერს გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-ორკში გაიხსნა. ყოველწლიური საერთო მოხსენებები მიმდინარე წელს 28 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბრამდე გასტანს.