სააკაშვილის თანამებრძოლი ოდესის ოლქის პროკურორი გახდა

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მათი მთავარი ამოცანა „დიდი თევზის დაჭერაა“.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელის პოსტზე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე წარადგინა.

საყვარელიძეს საქართველოში სამართალდამცავი და დანაშაულთან ბრძოლის სფეროების რეფორმირების საკვანძო ფიგურად მიიჩნევენ. 2009 წელს ის საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე — თბილისის პროკურორი იყო. 2015 წლის თებერვალში საყვარელიძე უკრაინის მოქალაქე გახდა და უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა, სადაც გენერალური პროკურატურის რეფორმაზე მუშაობდა.

„ჩვენ პრინციპული პოზიცია გვაქვს, გენერალურ პროკურატურას, ჩვენს მთავრობას — უნდა ვიყოთ დაუნდობლები, ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღეს ჯიბეებს ისქელებენ. ომის დროს, როდესაც სახელმწიფოს ეკონომიკა დაეცა და პროკურორები და ჩინოსნები ამით ჯიბეებს ისქელებენ, ამაზე ჩვენ სასტიკი რეაგირება გვექნება“, — განაცხადა საყვარელიძემ ბრიფინგზე, სადაც სააკაშვილმა ის ოლქის პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა. 

მისი თქმით, ის ორ თანამდებობას შეითავსებს — გენერალურ პროკურატურაში და ოდესის ოლქში. „დავიტოვებ უფლებამოსილებას გენერალურ პროკურატურაშიც, უქმეებზეც ვიმუშავებთ“, — განაცხადა საყვარელიძემ.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ძირითადი ამოცანა „დიდი თევზის დაჭერაა“. 

 


ყველა ახალი ამბავი
0