რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიქტორია ნულანდი ორმაგ სტანდარტებში ამხილა

© Sputnik / STRINGERრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ კვირას, ვიქტორია ნულანდი კიევში გამართული ფორუმის „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა, რა დროსაც განაცხადა, რომ კიევი გადასახადების არგადამხდელი ოლიგარქების, ასევე კორუფციისა და მექრთამეობის მიმართ ტოლერანტული არ უნდა იყოს.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე, კორუფციისა და მექრთამეობისადმი „ცრუ ნულოვანი ტოლერანტობა“ გამოავლინა და ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობდა.

გასულ კვირას, ნულანდი კიევში XII ყოველწლიური ფორუმის „იალტის ევროპული სტრატეგიის“ (YES) ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა, რა  დროსაც განაცხადა, რომ კიევი გადასახადების არგადამხდელი ოლიგარქების, ასევე კორუფციისა და მექრთამეობის მიმართ ტოლერანტული არ უნდა იყოს.

 „… ეს ყველაფერი სულ ცოტათი, მელიისთვის წაკითხულ ლექციას ჰგავს იმაზე, თუ რა ცუდია ქათმების მოპარვა, მაგრამ სინამდვილეში გაკვირვებას სხვა რამ იწვევს. როგორც კი გადასახადების გადაუხდელობაზე, კორუფციასა და მექრთამეობაზე რუსეთის ხელისუფლება ოლიგარქების მიმართ „ნულოვან ტოლერანტობას“ იჩენს, ვიქტორია ნულანდის უწყება ამას „პოლიტიკურ რეპრესიებს“ უწოდებს“, — აღნიშნა მარია ზახაროვამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.   

რუსეთი კორუფციას აქტიურად ებრძვის, რუსეთის ფედერაციისთვის ეს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ამასთან, დასავლეთის ქვეყნები „რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან ბინძურ ფულს მწვანე შუქს“ უნთებენ და ინტერპოლის სიებში მყოფ პირებზე, რომელთა „ფინანსური სიბინძურე“ რუსულმა სასამართლომ დაამტკიცა, ვიზებსა და ცხოვრების ნებართვებს გასცემენ. ეს ადამიანები „დასავლეთის დედაქალაქებში თავს შესანიშნავად გრძნობენ და მათ თავზე სახელმწიფო დეპარტამენტის ზარები არ რეკავს“, აღნიშნავს სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.

„ვიღებთ საინტერესო ისტორიას: დასავლეთი, იღებს რა ბინძურ კუპიურებს, მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს — საზღვრის გადაკვეთისას ხმამაღლა განაცხადო, რომ ამ ფულის პატრონი „რეჟიმის მსხვერპლია“. და მორჩა — თქვენ გამარჯვებული ხართ!” — წერს მარია ზახაროვა.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის აზრით, დღეს დასავლეთის ქვეყნებში „საუკეთესო სახლების“ კარს აღებს ფრაზა იმაზე, რომ ადამიანი „რეჟიმს“ გაურბის, თანაც მნიშვნელობა არა აქვს, რა წარმომავლობის კაპიტალი გააქვს რუსეთიდან.

„ვიქტორია, თუ შენობის ტარაკნებისგან გასათავისუფლებლად სანიტარულ დამუშავებას იწყებთ, თავი დაანებეთ მათ გამოკვებას თქვენს ნახევარზე“, — ასკვნის მარია ზახაროვა.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0