საქართველოში საერთაშორისო აქცია "გაასუფთავე სამყარო" გაიმართება

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს დაცვის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში გაიმართება ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველო საერთაშორისო ეკოლოგიურ აქციას „დაასუფთავე სამყაროს“ უერთდება, რომელიც 18–დან 20 სექტემბრამდე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართება, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს–სამსახური ოთხშაბათს, 16 სექტემბერს.

აღნიშნული აქცია პირველად 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით  გაიმართა და მასში დღეისთვის მონაწილეობას 135 ქვეყანა იღებს.

„სიმბოლური აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერებისა და შეგნების ამაღლება, საზოგადოების ჩართულობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა, რადგანაც გარემოს დაბინძურება ძალიან ხშირად ადამიანების დაუდევრობით ხდება“, – ნათქვამია პრეს–სამსახურის განცხადებაში.

ეკოკამპანიის ფარგლებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გარემოს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია გაიმართება.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ორგანიზაციები, ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საჯარო სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები.

საქართველოში აქციის ორგანიზატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, არასამთავრობო ორგანიზაცია,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები“ და საქართველოში შვედეთის საელჩოა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0