თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი მზადაა, უკრაინელ ჩინოსნებს ღირსეული ხელფასები გადაუხადოს, თუმცა, კიევმა ამისთვის საჭირო პროცედურების გავლის ვადები დაარღვია, ამიტომ მიმდირე წელს ევროკავშირი ამ თანხას უკვე აღარ გამოყოფს, განაცხადა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა.
„მთავრობას ყველა პროცედურა რომ ჩაეტარებინა, ევროკავშირი მზად იყო წელს, განსაზღვრული პერიოდით, უკრაინელი სახელმწიფო მოღვაწეების ფონდში ხელფასები ჩაერიცხა. სამწუხაროდ, ეს პროცედურები არ ჩატარდა, ამიტომ ამ თანხების გადმორიცხვას წელს ვეღარ შეძლებენ“, — განაცხადა სააკაშვილმა ბრიფინგზე, რომელიც ტელეარხმა „112 უკრაინამ“ პირდაპირ ეთერში გადასცა.
„რატომ? მე კითხვას ვსვამ: რატომ ვერ შეძლო მთავრობამ ამ პროცედურების გავლა?— დასძინა გუბერნატორმა. — ვის არ აწყობს, რომ სახელმწიფო მოხელეები ნორმალურ ხელფასს ღებულობდნენ და ოლიგარქებზე არ იყვნენ დამოკიდებულნი“.
მისი განმარტებით, თუ უკრაინაში ნორმალური ხელფასები არ იქნება, მაშინ სახელმწიფო აპარატი, უბრალოდ, ჩამოიშლება.