ლტოლვილები უნგრეთის საზღვრის კედლებთან ყვიროდნენ: "მერკელ, გვიშველე!"

გამოწერა
ათასობით ლტოლვილმა სერბეთ–უნგრეთის საზღვართან ახლოს მდებარე ავტობანზე სამხრეთ–აღმოსავლეთ საზღვრიდან ევროკავშირის ქვეყნებში შეღწევის მსურველი ემიგრანტების დაბლოკვის უნგრეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინაღმდეგ პროტესტის ნიშნად ბანაკი გაშალა.

ათასობით ლტოლვილმა სერბეთ–უნგრეთის საზღვართან ახლოს მდებარე ავტობანზე სამხრეთ–აღმოსავლეთ საზღვრიდან ევროკავშირის ქვეყნებში შეღწევის მსურველი ემიგრანტების დაბლოკვის უნგრეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინაღმდეგ პროტესტის ნიშნად ბანაკი გაარღვია.

ლტოლვილები დაახლოებთ სამ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან განთავსდნენ სერბეთ–უნგრეთის საზღვარზე სოფელ როსკესთან, ხორგოშთან და აშოტჰალთან. დაახლოებით 2 000–მა მათგანმა ავტობანზე დიდი ბანაკი გაშალა.

ახლა ლტოლვილები სკანდირებენ "მერკელ! მერკელ!" და საკონტროლო გამშვები პუნქტის რაიონში სასაზღვრო კედელს აყანყალებენ. ისინი სერბეთის ტერიტორიიდან ჩამოსვლას არ წყვეტენ, მდგომარეობა მძიმდება.

წინა დღეს უნგრეთმა სერბეთთან საზღვარი გადაკეტა და ლტოლვილებთან დაკავშირებით ახალი კანონის ძალაში შესვლის გამო ემიგრანტების შეშვება შეწყვიტა. საზღვარზე უნგრელები უშვებენ მხოლოდ იმ ლტოლვილებს, ვინც თანახმაა თავშესაფრის მოთხოვნითი განცხადება დაწეროს. ერთ დღეში ასეთი განცხადება სულ 72–მა ადამიანმა დაწერა.

უნგრეთში საზღვრის არალეგალურად გადაკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა. დაკავებული 367 ემიგრანტიდან 51–ის წინააღმდეგ ამ მუხლით სისხლი სამართლი საქმე აღიძრება.

2015 წლის დასაწყისიდანევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 500 000 ემიგრანტი ჩავიდა, მათ რიგებს ყოველდღიურად ავსებენ ახლად ჩასულები. ევროკომისიამ განაცხადა, რომ მიმდინარე ემიგრაციული კრიზისი მეორე მსოფლიო ომის პერიოდის შემდეგ უდიდესია. მისი შეთავაზების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებს უახლოესი 2 წლის განმავლობაში საკუთარ ტერიტორიებზე 160 000 ლტოლვილის მიღება მოუწევთ.

ყველა ახალი ამბავი
0