ბაშარ ასადმა ერაყში განვითარებული მოვლენები ქვეყანაში კონფლიქტის წყაროდ დაასახელა

გამოწერა
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა სირიის კონფლიქტის წარმოშობის შესახებ, ერაყის ომის გავლენის შესახებ დამასკოს სიტუაციაზე და მოვლენებზე, რომლებიც ქვეყნისათვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა სირიის კონფლიქტის წარმოშობის შესახებ, ერაყის ომის გავლენის შესახებ დამასკოს სიტუაციაზე და მოვლენებზე, რომლებიც ქვეყნისათვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა.

აშშ–ის ქმედებებმა ერაყი კონფესიურობის საფუძველზე განხეთქილებამდე მიიყვანა, რაც მეტნაკლებად სირიაში არსებულ სიტუაციაზეც აისახა და კონფესიათაშორისი შეუთანხმებლობის გაღვივება გაამარტივა, აღნიშნა ბაშარ ასადმა.

"თქვენ, ალბათ, გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ სირიული კრიზისის წინამდებარე მოვლენების გარდამტეხი მომენტი ერაყის 2003 წლის ომი გახდა, სადაც აშშ შეიჭრა. ჩვენ ამ აგრესიის კატეგორიული წინააღდეგები ვიყავით, ვინაიდან გვესმოდა, რომ ეს საზოგადოებაში განხეთქილებას გამოიწვევდა, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა იმატებდა", – განაცხადა ასადმა.

მეორე, ნაკლებად მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი, სირიის პრეზიდენტის აზრით, დასავლეთის მიერ 1980–იან წლებში ავღანეთში ტერორისტებისათვის ოფიციალური მხარდაჭერა და მათი "თავისუფლებისათვის მებრძოლებად" დასახელება გახდა.

სირიელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ დასავლეთი დიდი ხანია ინფორმაციულ კამპანიას ატარებს, რომელიც მის წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა პრეზიდენტები მხოლოდ ერის მოთხოვნის მიხედვით მოდის და მიდის.

ბაშარ ასადმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში "ისლამუს სახელმწიფოსთან" ბრძოლის შესახებ, სირიაში პოლიტიკური პროცესის პრესპექტივაზე, ლტოლვილთა პრობლემაზე და მის სავარაუდო გადადგომაზეც ისაუბრა.

ყველა ახალი ამბავი
0