თურქეთის ხელისუფლება ლტოლვილებს საბერძნეთთან საზღვარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევს

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთის დროშა
საბერძნეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ედირნეს პროვინციის გუბერნატორმა დურსუნ ალი შაჰინმა განაცხადა, რომ მიგრანტებისთვის ყველაზე ოპტიმალური თურქეთში დარჩენაა, მათ შანლიურფში, მარდინში და კახრამანმარაშეში არსებულ ლტოლვილთა ბანაკებში გადაანაწილებენ.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თურქი მესაზღვრეები ლტოლვილებს საბერძნეთთან სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ მისცემენ, განაცხადა პროვინცია ედირნეს გუბერნატორმა დურსუნ ალი შაჰინმა ტელეარხ NTV-თან ინტერვიუში ოთხშაბათს, 16 სექტემბერს.

სამი ათასზე მეტი ლტოლვილი, ევროპაში გადასვლის მიზნით, გუშინ სტამბოლის ავტოსადგურ ბაირამფაშაში შეიკრიბა. ისინი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, საბერძნეთთან მოსაზღვრე ედირნეს პროვინციაში იყრიან თავს. ასობით დევნილი უკვე თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზეა, ბევრი მათგანი იქ გზადმიმავალ მანქანას გაჰყვა და გზის ნაწილი ფეხით გაიარა.

„გასულ წელს ედირნეში 25 ათასი ლტოლვილი ჩავიდა. წელს ეს რიცხვი ბევრად უფრო დიდია. ლტოლვილთა 80% სირიელია, დანარჩენები — ავღანელები, ერაყელები, იორდანიელები. ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ ლტოლვილებისთვის თავისი საზღვრები უკვე დაკეტა. ახლა ჩვენ არ ვაძლევთ მათ საბერძნეთთან საზღვარზე გადასვლის საშუალებას. მათთვის ყველაზე ოპტიმალური აქ დარჩენაა. მათ შანლიურფში, მარდინში, კახრამანმარაშეში არსებულ ლტოლვილთა ბანაკებში გადაანაწილებენ“, — განაცხადა გუბერნატორმა.

მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლება საზღვარზე მყოფ ლტოლვილებს პირველადი მოხმარებისსაგნებით, ბიოტუალეტებით უზრუნველყოფს, ასევე წყვეტს მათ ყოფით პრობლემებს, თუმცა, ასეთი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება, აღნიშნა შაჰინმა.

„გასულ კვირაში 7,5 ათასი ადამიანი დავარწმუნეთ, რომ სტამბოლში დაბრუნებულიყვნენ. ლტოლვილები აქ ვერ დარჩებიან. შეიძლება, კიდევ 2-3 დღე აქ დაჰყონ, მაგრამ შემდეგ წასვლა მოუწევთ. კვლავ ვეცდებით მათ დარწმუნებას, არ გვინდა, ვინმე ძალის გამოყენებით გავაგდოთ“, — დასძინა მან.

2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 500 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ყოველდღე მათ რიცხვს ახალი ჩასულები ემატებიან. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ამჟამინდელი მიგრაციული კრიზისი, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი კრიზისია. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0