კვირკველია რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ჩართეს

© photo: SputnikФутбол
Футбол - Sputnik საქართველო
გამოწერა
17 სექტემბერს, ხუთშაბათს, ყაზანის კლუბი უეფას ევროპის ლიგაში ითამაშებს. ის გასვლით მატჩში შვეიცარულ „სონს“ შეხვდება.

თბილისი. 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ მცველი სოლომონ კვირკველია ჩართულია რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურის სიმბოლურ ნაკრებში, იტყობინება პორტალი Championat.com.

საანგარიშო ტურნირში „რუბინმა“ თავის მოედანზე მოსკოვის „ლოკომოტივს“ 3:1 მოუგო და ამაში არც თუ ისე მცირე წვლილი შეიტანა კვირკველიამ. მატჩის განმავლობაში ქართველმა ფეხბურთელმა 7 ორთაბრძოლა მოიგო, ექვსჯერ ჩაჭრა და ხუთჯერ აართვა ბურთი.ერთადერთი ბურთი კი სტუმრებმა საჯარიმო დარტყმიდან გაიტანეს.

8 ნათამაშები ტურნირიდან „რუბინს“ მეცამეტე ადგილი უჭირავს და თავის აქტივში 6 ქულა აქვს. 

17 სექტემბერს, ხუთშაბათს, ყაზანის კლუბი უეფას ევროპის ლიგაში ითამაშებს. ის გასვლით მატჩში შვეიცარულ „სონს“ შეხვდება.

სოლომონ კვირკველია „რუბინში“ 2011 წლიდან თამაშობს. ამ დროის მანძილზე მან 81 მატჩი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.


ყველა ახალი ამბავი
0